HAQQIMIZDA

„კვირა“  ქართულ მედიაბაზარზე თითქმის 2 წელია, რაც გამოჩნდა.  ის წარმოადგენს საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალს, რომლის ელექტრონული მისამართია – kvira.ge.  პორტალი ყოველდღიურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, მსოფლიო, კულტურულ, სპორტულ და სხვა სიახლეებს.  მედიასაშუალება უფრო მეტად აკადემიური შინაარსისაა და ის ხშირად ცდილობს მიმდინარე მოვლენები არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად გააშუქოს.  პორტალზე ხშირად იბეჭდება ანალიტიკური სტატიები.
მიუხედავად იმისა, რომ  „კვირა“ ბეჭდურ, ელექტრონულ  მედიას წარმოადგენს,  ვებგვერდზე ხშირად ხდება ვიდეოსიახლეების განთავსებაც.
ცოტა ხნის წინ პორტალის ბაზაზე შეიქმნა პრესკლუბი, სადაც დღის განმავლობაში დაახლოებით 3 პრესკონფერენცია ტარდება.  პრესკლუბის სტუმრები პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები არიან, რომლებიც აქტუალურ თემებზე  განცხადებებს და შეფასებებს აკეთებენ. ყოველდღიურად „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციებს აქტიურად აშუქებენ ქართული ტელეარხები.

პორტალის ბაზაზე ცოტა ხნის წინ ასევე შეიქმნა  ახალი ვებგვერდი, „კვირას“ დამატება – კვირა+, რომელიც უფრო მეტად გასართობი ვებგვერდია. საიტზე ყოველდღიურად ქვეყნდება  საქართველოს და უცხოეთის საინტერესო სიახლეები, პუბლიკაციები, ორიგინალური სტატიები, ფოტო და ვიდეომასალა.

„კვირას“ ქმნის პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში მას  ახალი, საინტერესო და  სანდო იმიჯი შეუქმნა.

დღეს „კვირა“ ქართულ მედიასივრცეში  ერთ-ერთ  რეიტინგულ და ანგარიშგასაწევ სააგენტოდ ითვლება. მას აქვს ობიექტური, დაბალანსებული და სუფთა იმიჯი.  ის თავისუფალია პოლიტიკური კონიუნქტურისგან.

 აუდიტორია:

46% – ქალები; 54% – მამაკაცები.

ასაკი:

18-24 წლამდე – 14%

25-34 წლამდე – 12%
35-44 წლამდე – 16%
45-54 წლამდე – 16%
55-64 წლამდე – 7%
65-ის ზევით – 3%

 პორტალს აქვს პიარმომსახურების სერვისიც. „კვირას“ ამ მომსახურებით ხშირად სარგებლობენ სახელმწიფო თუ  კერძო კომპანიები.

 „კვირა“ მათთვის გეგმავდა და გეგმავს კონკრეტულ სოციალურ, საქველმოქმედო, საზოგადოებრივ, თუ კულტურულ აქტივობებს, თავადვე უზრუნველყოფს ღონისძიებების, ივენთების, პროექტების ორგანიზებას და მათ გაშუქებას სხვადასხვა მედიასაშუალებაში.
პორტალი ხშირად უწევს ინდივიდუალურ პიარკონსულტაციას კონკრეტულ ორგანიზაციებს, ან დაინტერესებულ პირებს.

„კვირას“  აქვს ვიდეოსამონტაჟო სტუდია, რომელიც პერიოდულად  დამკვეთების მოთხოვნის საფუძველზე ქმნის დოკუმენტურ ფილმებს, საიმიჯო და სარეკლამო რგოლებს და სხვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ  პორტალს დღეს  არ აქვს საკმარისი ტექნიკური და ფინანსური  რესურსი იმისთვის, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გააძლიეროს.

„კვირას“ აქვს საინტერესო და მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები. იგი   აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებთან და მათთვის საინტერესო პროექტების ორგანიზებას და განხორციელებას უზრუნველყოფს.